მთავარ შინაარსზე გადასვლა
PartsMall

დახმარება

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე - ნაწილის ძებნიდან მაღაზიის რეგისტრაციამდე.

მყიდველებისთვის

როგორ მუშაობს ავტო ნაწილების შეკვეთის სისტემა?

ჩვენი სისტემა ძალიან მარტივია: შეავსეთ ძიების ფორმა, მიუთითეთ თქვენი ავტომობილის მონაცემები და საჭირო ნაწილი. რამდენიმე წუთში მიიღებთ WhatsApp-ზე რამდენიმე სანდო გამყიდველისგან შეთავაზებებს რეალური ფასებით და ხელმისაწვდომობით. შეადარეთ შეთავაზებები და აირჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.

რამდენ ხანში მივიღებ შეთავაზებებს?

პირველი შეთავაზებები ჩვეულებრივ 5-10 წუთში მოდის. საშუალოდ 30 წუთის განმავლობაში იღებთ 3-5 შეთავაზებას სხვადასხვა გამყიდველისგან, რაც საშუალებას გაძლევთ შეადაროთ ფასები და პირობები.

უსაფრთხოა მოთხოვნის გაგზავნა?

დიახ, სრულიად უსაფრთხოა. ჩვენ არ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებს. თქვენი მონაცემები მხოლოდ ვერიფიცირებულ გამყიდველებს ეგზავნება, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან. ყველა კომუნიკაცია დაცულია.

რა ღირს PartsMall-ის გამოყენება?

სერვისი მყიდველებისთვის სრულიად უფასოა. თქვენ იხდით მხოლოდ ნაწილის ღირებულებას არჩეულ მაღაზიაში.

შემიძლია მოვძებნო როგორც ახალი, ისე მეორადი ნაწილები?

დიახ, მოთხოვნაში აირჩიეთ სასურველი მდგომარეობა ან მონიშნეთ ორივე.

ყიდის თავად PartsMall ნაწილებს?

არა. ნაწილებს ყიდიან მაღაზიები. PartsMall გაჩვენებს მათ განცხადებებს და შენს მოთხოვნას შესაბამის მაღაზიებს უგზავნის, ისინი კი პირდაპირ გიკავშირდებიან.

როგორ დავუკავშირდე მაღაზიას?

ყველა ნაწილსა და მომსახურებას აქვს WhatsApp-ის და ტელეფონის ღილაკი. WhatsApp-ის შეტყობინებაში ნაწილის სახელი და ბმული უკვე ჩაწერილია, ასე რომ მაღაზია მაშინვე ხვდება, რაზე წერ. ნომერი ჩანს ღილაკზე დაჭერის შემდეგ.

რა ვქნა, თუ სასურველი ნაწილი ვერ ვიპოვე?

გამოგზავნე მოთხოვნა: მიუთითე ტრანსპორტი, მარკა, მოდელი, წელი და რა ნაწილი გჭირდება. მოთხოვნა მიდის მაღაზიებთან, რომლებიც ასეთ ნაწილებს ყიდიან, და ისინი WhatsApp-ზე გიპასუხებენ.

შემიძლია მოთხოვნას VIN კოდი დავურთო?

დიახ. VIN კოდი ან მისი ფოტო არასავალდებულოა, მაგრამ ეხმარება მაღაზიას ზუსტად შენი ავტომობილის ნაწილის შერჩევაში.

რა ტრანსპორტისთვის მოვძებნო ნაწილები?

PartsMall-ზე არის მსუბუქი ავტომობილების, მოტოციკლების და სპეცტექნიკის ნაწილები, ასევე დისკები და საბურავები. გაფილტრე მარკით, მოდელით, წლით, კატეგორიით, ქალაქით და მდგომარეობით.

შემიძლია ავტოსერვისის პოვნაც?

დიახ. მომსახურების განყოფილებაში ნახავ შეკეთებას, დიაგნოსტიკას, საბურავების მონტაჟს და სხვა მომსახურებას სერვის ცენტრებიდან მთელი საქართველოდან, ფასებით და კონტაქტით.

მაღაზიებისთვის

როგორ დავარეგისტრირო მაღაზია?

დარეგისტრირდი როგორც ფიზიკური პირი ან კომპანია. კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი მოწმდება, WhatsApp-ის ნომერი დასტურდება კოდით, ელ-ფოსტა კი - ბმულით.

როგორ მივიღო მყიდველების მოთხოვნები?

პარამეტრებში აირჩიე, რა ტრანსპორტის, რომელი მარკების და კატეგორიების ნაწილებს ყიდი და რა მდგომარეობის. შესაბამისი მოთხოვნები WhatsApp-ზე მოგივა და მყიდველს პირდაპირ უპასუხებ.

როგორ განვათავსო ნაწილები და მომსახურება?

პანელიდან დაამატე ნაწილი ან მომსახურება ფოტოებით, ფასით და აღწერით და გამოაქვეყნე. განთავსება კრედიტებით ხდება, პირველი განცხადება კი უფასოა.

რამდენ ხანს ჩანს განცხადება?

განცხადება ჩანს პაკეტით განსაზღვრული ვადით. ვადის გასვლამდე WhatsApp-ზე შეგახსენებთ და შეგიძლია განაახლო.

როგორ გადავიხადო?

პაკეტი და კრედიტები იყიდება ბარათით, ონლაინ, პანელიდან.

პასუხი ვერ იპოვე?

მოგვწერე და დაგეხმარებით.

დაგვიკავშირდი